Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

 

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე  https://www.tsu.ge/yl/legalakad/43903

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები


თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ.№-230/01-01)

 

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) – 22-31 აგვისტო;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც
ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 2
სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 6
სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  9 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 19 სექტემბერი;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 16-17
სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -  21-26 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის
მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 27 სექტემბერი.
3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი

 

 


დოკუმენტაციის ნუსხა:


ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის
უნივერსიტეტის/
შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული
ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების
თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული
სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად
დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის
ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.


 
საკონტაქტო ინფორმაცია:

 

საბუთების მიღება იწარმოებს 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე.

 თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№3, თსუ II კორპუსი, 124 ოთახი; 


ტელ.: (+99532)2250484 (2229/2230);